GeoBee სწავლება

GeoBee ლექსიკონი

მეფუტკრეობის ტერმინები ერთ საძიებო სივრცეში

მოკლე განმარტებები, პრაქტიკული შენიშვნები, ქართული და ინგლისური დასახელებები და დაკავშირებული ცნებები მეფუტკრეებისთვის.

გამოქვეყნებული ტერმინები 13
გასუფთავება

ლექსიკონის ტერმინები

13 ტერმინი
13 ტერმინი
სკა და ინვენტარი საამანათე ყუთი Package box
საამანათე ყუთი ფუტკრის ნაყრის ან ამანათის გადასაგზავნი ყუთი.
სკა და ინვენტარი საბოლებელი Smoker
საბოლებელი ინვენტარი, რომელიც კვამლით ამშვიდებს ფუტკარს შემოწმებისას.
სკა და ინვენტარი საგორავი Foundation roller
საგორავი ხელსაწყო ჩარჩოს ზედა თამასაზე ხელოვნური ფიჭის მისამაგრებლად.
სკა და ინვენტარი სადედე გამყოფი Queen excluder
სადედე გამყოფი ბადე ან მოწყობილობა, რომელიც დედა ფუტკარს ზღუდავს და მუშა ფუტკრებს ატარებს.
სკა და ინვენტარი სათაფლე კორპუსი Honey super
სათაფლე კორპუსი კორპუსი, რომელიც ძირითადად თაფლის შესაგროვებლად გამოიყენება.
სკა და ინვენტარი საკვებური Feeder
საკვებური მოწყობილობა, რომლითაც ფუტკარს სიროფი ან სხვა საკვები მიეწოდება.
სკა და ინვენტარი სამთაბარო ბადე Migration screen
სამთაბარო ბადე წვრილბადიანი ჩარჩო ფუტკრის იზოლაციისა და ვენტილაციისთვის ტრანსპორტირების დროს.
სკა და ინვენტარი სარწყულებელი Bee waterer
სარწყულებელი მოწყობილობა ფუტკრის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად.
სკა და ინვენტარი საფარი ტილო Cover cloth
საფარი ტილო სკის ზედა ნაწილის საფარი, რომელიც თავსდება ბუდის ზედაპირზე.
სკა და ინვენტარი საფრენი Hive entrance
საფრენი სკის შესასვლელი ადგილი, საიდანაც ფუტკრები შედიან და გამოდიან.
სკა და ინვენტარი საცვილე წნეხი Wax press
საცვილე წნეხი დანადგარი გაცხელებული საცვილე ნედლეულიდან ცვილის გამოსაწურად.
სკა და ინვენტარი სკა Beehive
სკა ფუტკრის საცხოვრებელი კონსტრუქცია, სადაც ოჯახი ბუდეს აწყობს და მარაგს ინახავს.
სკა და ინვენტარი სკის ნომერი Hive ID
სკის ნომერი უნიკალური ნომერი ან კოდი, რომლითაც კონკრეტული სკა იდენტიფიცირდება.